მთავარი ციტატა

“რაც მოხდა, დიდი სირცხვილია ქართველებისთვის” – პუტინის პრესმდივანი

„ამ შეურაცხყოფას ჩვენ მივიჩნევთ აბსოლუტურად მიუღებლად და ვგმობთ, ასეთი საქციელი – იქნება ეს ვინმეს მიერ პროვოცირებული, ვისაც სურს კიდევ უფრო გაართულოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ან იქნება ეს სრული უგნურების შედეგი – არ ეკადრება ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ძალიან დიდი ხნის ისტორია გააჩნია და უმდიდრესი კულტურული ტრადიციები. რა თქმა უნდა, რაც მოხდა, დიდი სირცხვილია ქართველებისთვის”.

დიმიტრი პესკოვი, პუტინის პრესმდივანი

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. ტელეკოპანიის წინ გაიმართა აქციაც, რომლიც მონაწილეებმაც, გიორგი გაბუნიას სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.
რას შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებისადმი ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, მან განაცხადა,  რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.

იტვირთბა....