მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“რა თქმა უნდა, გაბუნიას მარაზმს მთავრობის მარაზმმა გადაუჯოკრა”

“რა თქმა უნდა, გაბუნიას მარაზმს მთავრობის მარაზმმა გადაუჯოკრა.

რა თქმა უნდა, რ2 ყველა ვარიანტში უნდა დავიცვათ.

მაგრამ:
როცა ტელეარხი პოლიტიკურ ომშია ჩართული რამდენი ასეთი სიტუტუცე უნდა ჩაიდინო. მაგალითად, საქართველოსნაირ რელიგიურ ქვეყანაში ამტკიცო რომ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში ყალბია, ან უკბილოდ იოხუნჯო ქრისტეზე.

და ახლა ის რაც რუს ჟურნალისტებს არ უკადრებიათ მიშასთან მიმართებაშიც კი.

რატომ, შვილო, რატომ?”

თორნიკე შარაშენიძე – ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

რა თქმა უნდა, გაბუნიას მარაზმს მთავრობის მარაზმმა გადაუჯოკრა.რა თქმა უნდა, რ2 ყველა ვარიანტში უნდა…

Gepostet von Tornike Sharashenidze am Sonntag, 7. Juli 2019

იტვირთბა....