„გაჟონა ინფორმაციამ, რომ მათ უნდა ჩაეტარებინათ „მინი პრაიდი“, დიდი პრაიდი თუ პატარა, როგორც გამოუვათ. ბევრი ვაპირებდით მოსვლას, დაწერეს, რომ აღარ გამოვდივართო, ამიტომ ბევრი აღარ წამოვედით, მაგრამ ცოტა მაინც მოვედით ყოველი შემთხვევისთვის, რომ თუ რაღაცაა, გადავრეკოთ და ხალხი მოვიყვანოთ. გვინდა, რუსთაველის გამზირზე დავდგეთ მთავრობის სახლთან და მოვითხოვოთ მთავრობისგან აიკრძალოს ბილწი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და მარში“.
გურამ ფალავანდიშვილი
შეგახსენებთ, 20 ივნისს, თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო გუშინ კი ორგანიზატორებმა დაანონსეს, რომ მარში დღეს, 8 ივლისს ჩატარდებოდა.
ამ წუთებში, სასულიერო პირები პარლამენტთან იმყოფებიან.