“1. იმედია, ყველას ვისაც ეხება, ეყოფა გონიერება და რუსთავი 2-თან, ან სადმე, რუსთავი 2-ის დახურვის მოთხოვნით ხალხის ჯგუფები ისევ არ დაიწყებს შეკრებას; 2. უზრუნველყოფილი იქნება რუსთავის 2-ის ჟურნალისტების უსაფრთხოება; 3. თავიდან ავირიდებთ ყველა მოსალოდნელ პროვოკაციას; 4. რუსთავი 2 გათვლებშიც და რეაქციებშიც დღეს დილითაც ერთი ნაბიჯით უსწრებს ხელისუფლებას: სიტუაციის შემდგომი ესკალაცია მას რომ არ დაბრალებოდა, მაუწყებლობა განაახლა”
ხათუნა ლაგაზიძე
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.