ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასულიერო პირები პარლამენტის შენობასთან პარაკლისს გადაიხდიან

სასულიერო პირები პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მიდიან. მათი თქმით პარლამენტთან პარაკლისის გადახდას აპირებენ.

როგორც ჟურნალისტებს დეკანოზმა დავით ისაკაძემ განუცხადა, პატრულის თანამშრომლებს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მოსთხოვეს.

„ვთხოვეთ პაატრულის თანამშრომლებს ტერიტორიის დასუფთავება, თუმცა განგვიცხადეს, რომ მათ არ ეს არ ეხებათ. ჩვენ მოქალაქეებთან ერთად პარლამენტის შენობასთან მივალთ“,- განაცხადა დეკანოზმა.

სასულიერო პირების განცხადებით, ბოლო პერიოდში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია „ბინძურ ადგილად იქცა“.

„ეს აქციები უნდა დასრულდეს და გასუფთავდეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“, – განაცხადა მამა ვიტალი ღვინიაშვილმა.

დეკანოზ ნიკოლოზ ჩხიკვაძის თქმით, „ნაც ბანდიტების“ ქმედებებით, ამერიკისა და ევროპის საელჩოს უშუალო ხელშეწყობითა და მითითებებით ქალაქი, ქვეყანა პარალიზებულია“.

„პარლამენტის წინ სავედრებელი პარაკლისის გადახდას ვაპირებთ, რომ ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით ამ ქვეყანაში ეს მარაზმი აილაგმოს. „ნაც ბანდიტების“ ქმედებებით, ამერიკისა და ევროპის საელჩოს უშუალო ხელშეწყობით და მითითებებით ქალაქი და ქვეყანა პარალიზებულია“,- აცხადებს დეკანოზი ნიკოლოზ ჩხიკვაძე.

ფოტო: პირველი არხი

იტვირთბა....