მთავარი ციტატა

“ერთი ჟურნალისტის ნათქვამს რუსეთი ცუდი თვალით არ შეხედავს”

 “ამ ლექსიკით საუბარი  კატეგორიულად მიუღებელია, მათ შორის, მტრის მიმართ, მაგრამ ეს, იმის პრობლემა უფროა, ვინც იყენებს, ვიდრე იმის, ვის მიმართაც იყენებენ. კონკრეტულად კი, პრობლემაა ერთი, კონკრეტული ჟურნალისტის, გაბუნიასი. რუსეთი ისედაც გაბრაზებულია, ბევრი რისკები გვაქვს და ვფიქრობ, ერთი ჟურნალისტის ნათქვამს რუსეთი ცუდი თვალით არ შეხედავს და არც რეაქცია ექნება. შეხედავს, მაგრამ გაატარებს”

გია ხუხაშვილი

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

იტვირთბა....