ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. მედიაკომპანიის ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქცია გვიან ღამით დასრულდა.
მაუწყებლობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მისმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიასთან წუხელ განვითარებული მოვლენების გამო მიიღო. მისი თქმით, მაუწყებლობა შეჩერდებოდა მანამდე, ვიდრე სიტუაცია არ დაწყნარდებოდა.
„რუსთავი 2“ გათიშული რამდენიმე საათის განმავლობაში იყო.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია “რუსთავი 2”-ის შენობასთან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. მან რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.