ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ადგილი აქვს ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრებას – საგარეო საქმეთა სამინისტრო გაბუნიას განცხადებას ეხმაურება

“მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები.

ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით , იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას.
David Zalkaliani”

ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტისთვის რუსულ ენაზე გინებას;

იტვირთბა....