ახალი ამბები მთავარი

ირაკლი კობახიძე გიორგი გაბუნიას განცხადებას ეხმაურება

“იმაში, რაც დღეს ნაცმოძრაობამ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს “შპანა” მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ – ა) ქაჯობა, ბ) საკუთარი ქვეყნის მტრობა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ – სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ!”

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; სოციალური ქსელი;

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსულ ენაზე უცენზუროდ მოიხსენია;

იტვირთბა....