მთავარი სოციალური ქსელი

ამ ვითარებაში ლგბტ პრაიდის მოწყობა არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად – ნუგზარ წიკლაური

“მაშინ, როდესაც რუსები პარლამენტში შემოგვეჭრნენ რუსული დროშებით;
როდესაც მთავრობა აშკარად გამოჩნდა, როგორც რუსი ოკუპანტის მეხუთე კოლონა;
როდესაც ივანიშვილი და გახარია სისხლიანი ჯალათებივით გაუსწორდნენ ანტისაოკუპაციო პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებს;
როდესაც აქციაზე მეთვრამეტე დღეა ხალხი აპროტესტებს ეროვნული ღირსების შელახვას და ძალადობას;
როდესაც მეათე დღეა გრძელდება შიმშილობის აქცია რენეგატი მთავრობის წინააღმდეგ;
როდესაც ციხეში არიან ჩვენი უდანაშაულო თანამებრძოლები და პოლიტიკური დევნა გრძელდება…

ამ ვითარებაში ლგბტ პრაიდის მოწყობა, რაც უდაოდ არის მომწყობთა უფლება, არ მიმაჩნია სწორ და დროულ გადაწყვეტილებად.

ივანიშვილის და მისი მონების მთავარი ამოცანა ახლა არის ეროვნული პროტესტის ჩახშობა და ყურადღების ისეთ თემებზე გადატანა, რაც მოძალადე ექსტრემისტული ჯგუფების ახალ აქტივობებს და თავდასხმებს გამოიწვევს.
ქოცებს სურთ ძალადობის გამოწვევა და ამ პროვოკაციებით აპირებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დაშლას.

არ უნდა დავუშვათ ივანიშვილის მიზნების ასრულება, რადგან მათი მთავარი მიზანი ახლა მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების მარგინალიზება და ადამიანის უფლებების სრული დათრგუნვაა.

პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი
და იმედი მაქვს, ყველანი გავაცნობიერებთ მის სიმძიმეს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ ხვალ 8 ივლისს “ღირსების მარშის” გამართვა იგეგმება;

იტვირთბა....