“ჩვენს ინიცირებულ რეზოლუციაში ორ კომპონენტზე არის საუბარი – რამ გამოიწვია, რა იყო ეს მოწოდებები და რა შტურმზე იყო ლაპარაკი, პარლამენტში შევარდნებზე, რაზეც სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს და სამართლებრივი შედეგებიც უნდა მივიღოთ. უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთ ქმედებებს მოყვება პასუხისმგებლობა და სასჯელი. მეორე არის ის, რომ ტრაგედიაა და ტრაგიკული არის ის, რომ შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება გახდა გარდაუვალი, უბრალოდ გარდაუვალი გახდა. 80 პოლიციელი იყო დაშავებული, 30 პოლიციელი შეათრიეს ამ ბრბოში და დაზიანებები მიაყენეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რომ მოუსმინოთ, არ ყოფილა, თითქოს მოგველანდა ეს ყველაფერი და თითქოს არ გვინახავს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გახდა გარდაუვალი და ძალიან მძიმეა შედეგად, ჩვენ მივიღეთ დაზიანებული ადამიანები. შედეგად მივიღეთ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ისეთი დაზიანებები, რომლებიც შეუქცევადია”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში;