მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ვიკადროთ ამ მამებმა და დედებმა მეორე ნომრობა, შევირგოთ, რომ მაგარი შვილები გამოგვზრდია! – ბერძენიშვილი

“ქართული პოლიტიკა ( მედიაც, საზოგადოების ყველა დემოკრატიული კუნძული) მაშინ გახდება პროფესიული და მორალური, მაშინ გახდება მრავალფეროვანი სივრცე, როცა შვილები გადაიბარებენ მას მამებისგან.

ისინი დგანან ოცდაათწლიანი პოსტსაბჭოთა ძალადობის, მტრის ხატის პოლიტიკის მოწინააღმდეგე მამების მხრებზე და ზურგით რუსეთისკენ. შვილები დაამთავრებენ ღირებულებებით ჩრდილო/დასავლურ პოლიტიკას და დასავლურით შეცვლიან მას.

ახალგაზრდობას არა აქვს წარსული, რომ მისი სტერეოტიპების, ტკივილების ტყვეობაში ჩარჩნენ. ისინი დღეს ქმნიან აწმყოს სტაბილური, ღირსეული მომავლის უზრუნველყოფისთვის. ბერლინია(ლონდონი, კანი, ფლორენცია, ამსტერდამი, სტოკჰოლმი თუ ბრიუგე თუ ბარსელონა თუ პრაღა თუ….) მათთვის შინაური და სულაც არ ადარდებთ მოსკოვი( მისი პეტერბურგიანად).

ევროპული და ამერიკული(ავსტრალიურიც) 60-70-იანი წლების ყველანაირი რევოლუცია ერთბაშად მოგვიტანა დრომ და ახალგაზრდობამ. სრაფად, ერთიანად გაირბენს ახალი თაობა ამ პერიოდს (მცირე დანაკარგებითაც ამ სისწრაფის გამო). გაკვალა გზა დასავლეთმა ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე.

ჰოდა, ვიკადროთ ამ მამებმა და დედებმა მეორე ნომრობა( ერთხანს, სანამ სულ ჩამოსაწერი გავმხდარვართ), მივეხმაროთ მათ. ნუ დავითვლით, ვინ როდის უფრო მოძალადე იყო – არაა მომგებიანი. მაშინაც და ახლაც ძალადობის წინააღმდეგი ბევრი არ ვყოფილვართ.

შევირგოთ, რომ მაგარი შვილები გამოგვზრდია!”

“რესპუბლიკური” პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....