fbpx
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს

მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მანქანა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი. წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 045 000 ლარია.

მთავრობის მოთხოვნაა, რომ პრეტენდენტი იყოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი (იმპორტიორი) საქართველოს ტერიტორიაზე. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.

ტენდერში გამარჯვებულმა მთავრობას ტრანსპორტი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეტაპობრივად, 4 თვის (120 დღის) განმავლობაში საკუთარი ხარჯებთ უნდა მიაწოდოს.

 

სხვა ამბები

“მაჩალიკაშვილის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელება იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი”

newsadmin

“პასუხისმგებელი პირები გაურბიან იმ შეკითხვაზე პასუხს, თუ ვინ გასცა ბრძანება”

newsadmin

“თავის დროზე თადუმაძეს მივეცი ხმა”

newsadmin

„პატრონის“ და „ჩალიჩის “ გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი” – პროკურორმა სალომე ადეიშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა

newsadmin

“რუსთავი 2-ის” საქმე ბრწყინვალედ გამოიძია ქართულმა სასამართლომ”

newsadmin

პუტინი და ერდოღანი 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ

newsadmin
იტვირთბა....