ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

შავ ზღვაში ერთდროულად ორი სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აშშ-უკრაინის ტრადიციული სამხედრო-საზღვაო მანევრები „სი ბრიზ 2019 (Sea Breeze 2019)“ მიმდინარეობს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დღეს ამ მანევრების სიახლოვეს რუსეთმა საკუთარი სამხედრო სწავლება დაიწყო. მანევრებში 10 გემი მონაწილეობს. მათი ძირითადი ამოცანა ნატოს მანევრებზე მეთვალყურეობაა.

უკრაინაში ნატო-ს წევრებისა და პარტნიორების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები 12 ივლისამდე გაგრძელდება. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას იღებს 30 ხომალდი, 30 საფრენი აპარატი და საზღვაო ქვეითი დანაყოფების პირადი შემადგენლობის 900-ზე მეტი ჯარისკაცი.

იტვირთბა....