მთავარი ციტატა

“ჩემი ნებით თაფლს ვერ წავისვამ და ცოტნე დადიანივით სასამართლოში ვერ დავდგები” – ოქრუაშვილი

“2 კვირაა, ვარკვევ, სად უნდა მივიდე და საერთოდ, რატომ უნდა მივიდე, ჩემი ნებით თაფლს ვერ წავისვამ და ცოტნე დადიანივით იქ ვერ დავდგები და არსად გავრბივარ, აქ ვარ და დამკითხონ, თუ უნდათ. მე თვითონ გავგზავნე წერილები, რომ ქვეყნიდან გავდივარ და არ ვიმალები, არ დამკავშირებია არავინ, დადონ სამხილები, თუ რამე აქვთ, არაფერი არ აქვთ და თითიდან გამოწოვილი მიზეზით არიან, ჩამოყალიბდნენ არ უნდათ, საზღვარზე დაკავებისთვისაც მზად ვარ”

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

ირაკლი ოქრუაშვილი, პარტია “გამარჯვებული საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი

 

 

იტვირთბა....