ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებას 19 ივლისს აპირებს. მან 28 ივნისს ოფიციალური წერილით მომართა შსს-ს და აცნობა, რომ 2 ივლისს საზღვარგარეთ მიდიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იმის გამო, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს შსს-ში გამოკითხვაზე მისვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა.
გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.