პროკურატურამ, დღევანდელი ბრიფინგით, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი. ეს კი პირდაპირი განაცხადია ქვეყანაში არადემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებაზე. იმდენად აშკარა და არაპროპორციულია მომიტინგეების მიმართ გამოყენებული ძალა, რომ ხელისუფლება ცდილობს აღმატებული საფრთხის გამოგონებით გაამართლოს 20 ივნისის სისხლისღვრა. სამწუხაროდ, სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი და ამ ფონზე ხელისუფლების რიტორკა მინისტრი გახარიას გადასარჩენად და სისხლიანი დარბევების გასასამართლებლად, არის პოლიტიკური სიბრიყვე და უმეცრება. ამით ხელისუფლება მიზანმიმართულად ახდენს მის მიერ 7 წლის მანძილზე დანერგილი იდეოლოგოური ღერძის-,,სისხლიანი ძალადობრივი რეჟიმის“ თაობაზე, მითის განადგურებას
“ახლი საქართველოს“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, პროკურატურის 20-21 ივნისის მოლენებთან დაკავშირებით გაკეთბულ განცხადებას გამოეხმაურა.