ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბურთალოს რაიონში 43 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მეორე კვარტალში 43 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 732 060 ლარი დაიხარჯა.
თანადაფინანსებულმა პროექტებმა მოიცვა ლიფტების, სახურავების, წყალარინების ქსელის, სართულშუა ნაპრალების ამოვსებისა და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მათ შორის, 13 მისამართზე დასრულდა სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები; 4 მისამართზე რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი; 8 მისამართზე რეაბილიტირდა სახურავები; შეკეთდა 10 ლიფტი; სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშოები განხორციელდა 2 მისამართზე, ასევე მოწესრიგდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გამგეობის მიერ სამუშაოები 100%-ით დაფინანსდა. სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განთავსდა, რომელსაც გარკვეულ ვადაში ამხანაგობა საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.

იტვირთბა....