aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნეს მედია საქართველომ (BMG) შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა სტატისტიკა იმის შესახებ თუ რა არის მოსახლეობის შემოსავლები.  სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში დეკლარირებული სახელფასო შემოსავალი მხოლოდ 1.13 მილიონ ადამიანს აქვს, მათი 16%-ის ანაზღაურება კი საშუალოდ თვეში 100 ლარზე ნაკლებია. მოკრძალებულია მათი რაოდენობა ვისაც 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი აქვს და ის მოსახლეობის 0.57%-ს შეადგენს. წელიწადში 100,000 ლარზე (თვეში 8333 ლარი) მეტი შემოსავალი კი მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს 191 ათას მოქალაქეს აქვს თვეში 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი. 100-200 ლარი 110 ათას მოქალაქეს აქვს. რაც შეეხება ყველაზე მაღალ შემოსავალს – 100,000 ლარზე მეტი (ანუ თვეში 8333 ლარი) მხოლოდ 7.8 ათას მოქალაქეს, ანუ მთლიანი მოსახლეობის 0.21%-ს აქვს. მთლიანობაში, ოფიციალური ხელფასების სახით ქვეყანაში 13,369,344,334 ლარი გაიცა.

სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ საქართველოში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს. თუ საქართველოს მაჩვენებელს შევადარებთ განვითარებული ქვეყნის ანალოგიურ სტატისტიკას, დავინახავთ, რომ იქ ყველაზე დიდი საშემოსავლო ჯგუფი არა უღარიბესი ჯგუფი, არამედ საშუალო ფენაა. შემოსავლების ასეთი განაწილება უფრო მეტად განვითარებადი ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

წყარო: ბიზნეს მედია საქართველო (BMG)

სრული სტატია იხილეთ, აქ

იტვირთბა....