ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტი არ უნდა გადაიზარდოს რუსოფობიაში – ცქიტიშვილი

პროტესტი გამოიწვია რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენამ, რაც სრულიად სამართლიანი პროტესტი იყო, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდიც შეუერთდა. ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან სწრაფად მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინციდენტს არაფერი საერთო არ აქვს ჩვენს განწყობასთან რუსეთის ხალხის მიმართ. ეს იყო პროტესტი კონკრეტული დეპუტატის ჩვენს ინსტიტუციაში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ყოფნის გამო, რაც ნამდვილად ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელიც იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გადაიზარდოს რუსოფობიაში, ანტირუსულ განწყობებში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიაზე, პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მოყვა.

იტვირთბა....