ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ზურაბიშვილის განცხადებებმა ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია” – კარასინი

რუსეთის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებებმა ბომბის აფეთქების ეფექტი მოახდინა, სახელმწიფოს მეთაურმა თავს ასეთი გამოთქმების უფლება არ უნდა მისცეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, „რია ნოვოსტისთან” ინტერვიუსას განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია, დემონსტრანტების წამოძახილები – ეს ყველაფერი ტელევიზიით აჩვენეს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანთაგან, რომლებზეც ამ აფეთქებამ იმოქმედა. მეზობელი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მეთაური თავს არ უნდა აძლევდეს ასეთი გამოთქმების უფლებას. ამას სიფრთხილით უნდა მიუდგეს და შეარჩიოს გამონათქვამები“, – აღნიშნა კარასინმა.

რუსული მედიის თანახმად, თბილისში პროტესტის ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაშვილმა რუსეთს მტერი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ქვეყანაში საზოგადოების დაყოფით.

იტვირთბა....