„ასამბლეა შეწყდა, გავრილოვი ტოვებდა საქართველოს და მიუხედავად ამისა, მას რადიკალებმა, რომლებიც სწორედ პოლიტიკოსების მიერ იყვნენ მართულნი, ბოთლები დაუშინეს. ეს იყო რეალურად საშიში პროვოკაცია, რომელსაც ძალიან მძაფრი და ბევრად მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა. თუკი 20 ივნისის საღამოს, პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების გულწრფელი პატრიოტული გრძნობების გამოყენება სცადეს რადიკალებმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დაბრუნებისთვის, ახლა მათი მთავარი ინტერესი ქვეყნისა და მოსახლეობის ეკონომიკური დაზარალებაა, მათი ამოცანაა შემცირდეს ტურისტების ნაკადი, დაეცეს ლარის კურსი, გაღარიბდეს მოსახლეობა, რათა უფრო ადვილად მართო მერე მათი აგრესია და უკვე ამ ფონზე სცადონ პოლიტიკური რევანში“ .
მაია ცქიტიშვილი, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი