ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისი ევროპული მიმართულებით ქალაქებს შორის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას – კალაძე

თბილისი ევროპული მიმართულებით ქალაქებს შორის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, Best Destination- საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურსია და თბილისისთვის მასში მონაწილეობა საინტერესოა.

კალაძის მოადგილე სოფიო ხუნწარიას თქმით, 30 მაღალი ხარისხის ფოტო არის საჭირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

„30 ფოტო არის საჭირო იმისთვის, რომ კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა. 30 ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული მაღალი ხარისხის ფოტოა საჭირო, რომელიც დედაქალაქს მიეძღვნება. კონკურსი გამოცხადდება ამისთვის და ვთხოვთ ყველა ფოტოგრაფს ჩაერთონ ამ პროცესში. 2020 წელს ჩვენ გვაქვს შანსი გავხდეთ „Best Destination”-ის საუკეთესო ქალაქი. საუკეთესო ფოტოებს შეარჩევს სპეციალური ჟიური. მერიის საიტზე იქნება გამოტანილი სპეციალური გვერდი და ფოტოგრაფებმა ამ გვერდის საშუალებით უნდა მოგვაწოდონ შესაბამისი ფოტოები“,- განაცხადა ხუნწარიამ.

იტვირთბა....