ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში, ევროპელი ექსპერტები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეხვდებიან.
შეხვედრის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესია.
„გვექნება შეხვედრა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, რომელებიც დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. გავუზიარებთ ერთმანეთს პოზიციებს, ჩვენ როგორი ხედვა გვაქვს, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი გამჭირვალედ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ევროპელი ექსპერტები საქართველოში სახალხო დამცველის მოწვევით იმყოფებიან