შეკვეთილში, აქციის მონაწილეებმა სანაპიროს მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს. ისინი მეგაფონებით სკანდირებენ ,,ძირს ოლიგარქი”, ,,გახარია, წადი!” შეკრებილები შსს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.
,,შეკვეთილში უკვე მესამე ლოკაციაზე კარავი გაიშლება. არ დავიშლებით ვიდრე ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.”- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა ბონდო თედორაძემ.
აქციაში ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს” გურიის, აჭარისა და ფოთის ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.