შეკვეთილში აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით მსვლელობას მართავენ. ისინი შეძახილებით – „გახარია წადი“ დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქცია შეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა, იმართება. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად პლაკატებით არიან მისული. ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ კარავში სამი პირი შიმშილობას განაგრძობს.