შემდეგი კვირიდან აქ დგომა პროდუქტიული რომ იყოს, გადავდივართ ფორმატზე, შევიკრიბებით, ვისაუბრებთ სალონური საუბრები გვექნება, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
როგორც შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, ლექსებს წაიკითხავენ, იმსჯელებენ, კინოს გაუშვებენ, იქნება საუბრები კინოზე.
„ამ ადგილს მოვაწყობთ მუდმივ სამუშაო სივრცედ. სხვადასხვა წვრილ-წვრილი კომპანიები თავის დეპარტამენტის რაღაც ნაწილებს გადმოიტანენ აქ, გავაკეთებთ დიდ ტენტს ე.წ. თანასამუშაო სივრცეს და გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ ვიცით, პროჯექთ მენეჯმენტს. ჩვენ ამ ყველაფრიდან შევქმნით ერთ დიდ ავტონომიურ პროექტს, აქ იჯდება ბევრი ხალხი და იმუშავებს იმაზე, რაც ყველას გვინდა, თუ უნდათ სხვა საქმეებიც გააკეთონ პარალელურად. იქნება ყოველკვირეული დაკიდული თარიღი, როცა ძალიან დიდი მარშით გავივლით ხოლმე და გავაგონებთ ხელისუფლებას ჩვენ ხმას“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
მისივე თქმით, ხუთშაბათს პარლამენტის წინ გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, ხოლო 6 ივლისს იგეგმება ფართომასშტაბიანი მსვლელობა.