მთავარი ციტატა

ქუცნაშვილი დატოვებს თუ არა პარლემენტს, საზოგადოებისთვის ახლა უმნიშვნელო ჩანს – ჭიაბერაშვილი

“გავრილოვის ღამის“ სისხლზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია არიან. ქვეყნისთვის გაუმართლებელ იმ პოლიტიკაზე, რასაც ვხედავთ შვიდი წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ, პასუხისმგებელი არის ასევე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ამ ყველაფრის მიუხედავად არც ის ადამიანები უნდა გამოგვრჩეს თვალთახედვიდან, ვინც გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის სიმბოლო გახდა. რა თქმა უნდა, როგორც იყო გაცხადებული, რომ ქუცნაშვილი დატოვებს პარლამენტს, მან უნდა დატოვოს პარლამენტი, თუმცა ეს საკითხი საზოგადოებისთვის, რომელიც აღელვებულია არის იმის გამო, რაც მოხდა „გავრილოვის ღამეს“, ახლა უმნიშვნელო ჩანს

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იტვირთბა....