ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლების გამოკითხვა ჩატარდება

დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი „სპექტრუმ კონსალტინგი“, საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით, 3 ივლისს, ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელ ქუჩებზე მძღოლების მოკლე გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა შედგება შემთხვევითი  შერჩევის ფორმით, 10:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე.

გამოკითხვის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა, რაც ძირითადად გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ითვალისწინებს.

მიღებული ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებისთვის იქნება გამოყენებული.

დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს არტერიებზე, მათ შორის,  ჭავჭავაძის გამზირსა და ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლების მოწყობის რეკომენდაცია თბილისის მერიას კომპანია „სისტრამ“ მისცა.

იტვირთბა....