მთავარი ციტატა

უსუფაშვილი – რაც უნდა ის მეძახოს “ციციკორე გვარამიამ, ყველას ჭკუის დამრიგებლად მოგვევლინა

“პროპორციული არჩევნების საქმე გასაგრძელებელია, გახარიას გადადგომის მოთხოვნაც გასაგრძელებელია. ვინც მონდომებულია განხეთქილებებზე, პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაყოფაზე, ეს მისი არჩევანია. ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, „ციციკორე გვარამიას“ , რომელიც ამ ქვეყანაში ყველას ჭკუის დამრიგებლად მოგვევლინა. გინდა მოღალატე მეძახოს ციციკორე გვარამიამ, და რაც უნდა ის მეძახოს. სადაც, პროპორციული არჩევნების თემაზე  საჯარო ღონისძიება გაიმართება,  მის ბოლომდე მისაყვანად, თუ ფეხზე ვდგავარ და ცოცხალი ვარ, ყველგან ვიქნები”

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი მედიაცენტრში “მთავარი” გამართულ პრესკონფერენციაზე;

იტვირთბა....