ახალი ამბები

კანონპროექტის თანახმად, მოპედის და კვადროციკლის მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა – შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი

კამერების მხრიდან მოპედების აღქმა არ ხდება და ისინი ხშირად არიან მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი“, – ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც  მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს, რაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

„2017- 2018 წლის განმავლობაში 220 ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა არის მოპედით დარეგისტრირებული, რის შედეგადაც გარდაცვლილია 3 ადამიანი. წელს სტატისტიკა მზარდია. ვინაიდან დღეს მოპედები არ რეგისტრირდება, კამერების მხრიდან მათი აღქმა არ ხდება და ისინი ხშირად არიან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი. ძალიან ბევრის აღრიცხვა ვერც ხერხდება. ისინი ისე ქრებიან საგზაო ვიზუალური სივრციდან, მათი დაფიქსირება ვერ ხდება. შესაბამისად, მათი მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. ამ მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა და რეგისტრაციის შემდეგ ეს პრობლემები აღმოფხვრილი იქნება”, – განაცხადა მორგოშიამ.

კანონპროექტის თანახმად, იგეგმება მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში მოქცევა, შესაბამისად მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები და მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.

იტვირთბა....