პარლამენტის წინ მოშიმშილე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ აქციზე შეკრებილებს ღონისძიების სპიკერმა შოთა დიღმელაშვილმა ამცნო. როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, აქვიის მონაწილე უკვე 8 დღეა შიმშილობს და მას სისხლში შაქრის დონე აქვს დაბალი. მასთან ერთად შიმშილობს იურისტი ბექა ბასილაიაც.
პროტესტიდან მეთორმეტე დღეს აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი.
ღონისძიების სპიკერმა შოთა დიღმელაშვილმე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ტოქსიკური მინისტრი“, რომელსაც პრემიერად ამზადებდნენ, თანამდებობაზე ვეღარ უნდა დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც. გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;