ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ბათუმში ერთდროულად 2 აქცია გაიმართა

„სირცხვილია“, „გახარია წადი“ – შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ბათუმში ერთდროულად ორი აქცია სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს

ევროპის მოედანზე ახალგაზრდების ჯგუფი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და „ბათუმის დემოკრატიის სკოლის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.ა

მეორე აქცია კი ვარდების სკვერში ორგანიზაცია „ალერნატივამ“ გამართა, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.

აქციის გაყოფის მიზეზი ორი დღის წინ აქციაზე გამოტანილი ბანერი გახდა წარწერით „სისხლიანი 9+7 წელი“.

როგორც ვარდების სკვერში მყოფებმა განაცხადეს, მეორე აქციაზე პროვოკატორები იმყოფებიან.

„ერაზე არის პროვიკატორების აქცია, მათ სურთ რაღაცეებით დააშინონ ახალგაზრდები, უნდა ჩააქრონ მუხტი რაც აქვთ“, – განაცხადა „ალტერმატივის“ წევრმა ეკა ტაკიძემ.

პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისშიც.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა პროპორციული არჩევნებისა და აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილებულია.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

იტვირთბა....