ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ერთადერთი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს 20 ივნისის ღამის საქმის გამოძიებაა – კალაძე

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე ქართული ოცნების ლიდერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, ეს 20 ივნისის ღამის საქმის გამოძიებაა. ამის შესახებ მან დღეს შერატონ მეტეხი პალასში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძის თქმით, სწრაფად უნდა დადგინდეს, თუ რა მოხდა, ვის უნდოდა პარლამენტში შეჭრა და მალევე აგონ პასუხი დამნაშავეებმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის სკამის დაკავებას პარლამენტის წინ აქციები მოჰყვა.  სპეცრაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლის გამოიყენებით დაიწყო. დაშვდა 240 მოქალაქე, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა. დაზიანებები მიიღო  30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.

იტვირთბა....