პარლამენტის თავმჯდომარემ 20 ივნისს დაშავებული მოქალაქეები მოინახულა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაშავებულმა მოქალაქეებმა საქართველოს და საზღვარგარეთის კლინიკებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მიიღონ, ასევე, მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ მათ ოჯახებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე რეგიონულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც დაშავებულ მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მკურნალი ექიმებისგან ინფორმაცია მოისმინა.