მთავარი ციტატა

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო. უსუფაშვილი, “ს ვეშჩამი” –

“ჯერ გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო. უსუფაშვილი, ს ვეშჩამი”

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი; სოციალური ქსელი;

გავიღიმოთ, ჩვენ პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ და არა გასვენებაში, – ასე მიმართა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საარჩევნო სისტემის ცვლილების პრეზენტაციაზე შეკრებილ პოლიტიკურ სპექტრს სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერის ფარგლებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.

საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე დაარეგისტრირა. ერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

იტვირთბა....