მთავარი ციტატა

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისთვის” არის ნაძალადევი და თუ საშუალება მიეცემა, სიამოვნებით წაიღებს სიტყვებს უკან – უსუფაშვილი

საჭიროა, რომ პროპორციული არჩევნების შესახებ დაპირება იქცეს რეალობად. ამას სჭირდება 5-თვიანი მძიმე პროცესი, პარლამენტში 3 კენჭისყრა. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს საბაბი, თუნდაც ერთი დღით შეაყოვნოს ეს პროცესი. ეს გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისთვის” არის ნაძალადევი და თუ მას მიეცემა საშუალება, რომ უკან წაიღოს ეს სიტყვები, მაშინ ის დიდი სიამოვნებით წაიღებს ამ სიტყვება უკან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რა მოთხოვნაც დგას დღეს საქართველოში, პირველ რიგში გახარიას გადადგომის მოთხოვნა არის ძალაში. ბევრი სხვა საკითხია გადასაწყვეტი ამ 5 თვეში და ბევრი სხვა პრობლემა გაჩნდება – ასეთია “ოცნების” ბუნება, მაგრამ ჩვენ არც ერთი წამით არ უნდა მივცეთ საშუალება ამ პროცესს რომ შეყოვნდეს. დღეს საქართველოში გამოცდები დაიწყო და 5 წელია “ქართულ ოცნებას” მთელი მსოფლიო ასწავლის, რატომაა საჭირო პროპორციული არჩევნები. ახლა ვნახოთ რა შეისწავლეს და რას გვეტყვიან ახალს

ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, “შერატონ მეტეხი პალასში” პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პრეზენტაცისას განაცხადა.

იტვირთბა....