ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასთან”, სადაც „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემის რეფორმის პრეზენტაცია უნდა გამართოს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათი განმარტებით, ხელისუფლებამ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა მხოლოდ მათი მოთხოვნის შესრულების შემდეგ უნდა დაიწყოს. ასევე, აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადომას ითხოვენ და  პლაკატები აქვთ წარწერით – „გახარია წადი“, „ნუ გვაბრმავებთ“.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორიც მოაწყვეს. პრეზენტაციაზე დამსწრე სტუმრებს სწორედ “სირცხვილის კორიდორში” მოუწიათ გავლა.

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საკონსტიტუციო ინიციატივა „პროპორციული არჩევნები – 2020“-ის პრეზენტაცია იმართება.

იტვირთბა....