“დუშელ-თიანელ-ყაზბეგელო ამომრჩევლებო,მე იქ გყავდით ასარჩევი და თქვენ ჩემს ნაცვლად ზაქარია ქუცნაშვილი ამოირჩიეთ მხოლოდ იმიტომ,რომ მას ქონდა ფული და ივანიშვილ-ოცნება უჭერდა მხარს. ხომ მოგჭრათ თავი მთელ მსოფლიოში და ხომ შეგაწერათ მილიონიანი ბიზნესები ლარსი ჰესიდან დაწყებული რესტორან ერწოს მადლითა და ასეულობით ათასი ჰექტარი მიწებითა თუ თბილისში მთელი პრესტიჟული ქუჩების მიტაცებით.ორი ვადით ვიყავი თქვენი მაჟორიტარი და ერთი ბიზნესი,ერთი მეტრი მიწა, ტყე,ჭალა ერთ ხე და ერთი ბალახი არ ამიღია და ჩემსკენ არ გადმომიდია, გადაგარჩინეთ მხედრიონ-გვარდიის თარეშს, არ გავაყიდინე ბაზალეთის ტბა ყაჩაღ გუბერნატორ ბუჩუკურს ფეთხულა გიულენის თურქულ უნივერსიტეტზე. თქვენ მაინც ვერაფერი დაგანახეთ სამაგიეროდ აი ესაა ჩემი სიმდიდრე.მირჩევნია თქვენგან დამარცხებული ვიყო და დავრჩე ზნეობრივად, ვიდრე გამამარჯვებინოთ და გამოვიდე ქუცნაშვილი. ისე, მე მრცხვენია თქვენს მაგივრად, ჯიგარი მაინც ვინ და რამ ამოგაცალათ, ჯიგარი”
“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი; სოციალური ქსელი;