“ნულოვანი ბარიერის ყველაზე დიდი საშიშროება ე.წ. ეთნიკური პარტიების გაჩენაა. მაგალითად, ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში დიდი რისკია აზერბაიჯანული და სომხური პარტიების გაჩენის, რომლებიც ბუნებრივ ბარიერს ცხადია დაძლევენ.
სახელმწიფოსთვის ეს შეიძლება კატასტროფიული შედეგის მომტანი იყოს.
ცხადია, პროპორციული სისტემა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩააგდოს ოპოზიციამ, რაც არ უნდა შემოაცუროს ბიძინამ. მაინც ოპოზიცია მოიგებს და მერე შეცვლის ამ ნულოვან ბარიერს. თუმცა, ამ ეტაპზეც უნდა გავაჟღეროთ ყველა საშიშროება”
“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნების” ინიციატივით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერით უნდა გაიმართოს.