მას შემდეგ, რაც უკრაინამ 1991 წელს, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ცდილობს მყარი პოლიტიკური სტატუსის დამკვიდრებას საერთაშორისო არენაზე, თუმცა რეალურად, ის რჩება სასაზღვრო ქვეყნად, სტრატეგიების საცდელ ველად, სადაც სხვადასხვა ძალები ახორციელებენ გარე ექსპანსიას – პოლიტიკური, ეკონომიკური და საეკლესიო კუთხით.
მსოფლიო მართლმადიდებლობის განვითარების სამი მთავარი სტრატეგია
დღეს, 3 ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავებული და დაპირისპირებული გავლენის სფერო, ერთდროულად ახდენს მსოფლიო მართლმადიდებლობაზე გავლენას.
პირველი – კონსერვატიული კანონიკური სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია იესო ქრისტე, ყველა ადგილობრივი ეკლესია თანაბარი და დამოუკიდებელი ნაწილია მსოფლიო ეკლესიისა, რომლის ერთიანობაც დასტურდება საერთო წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებში.
ამ სტრატეგიის მიხედვით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი არის პირველი თანასწორთა შორის (primus inter pares) და არ აქვს პირდაპირი ძალაუფლება არც გადაწყვეტილების მიღების ექსტრაორდინალური ძალა.
ამ სტრატეგიის მიმდევრები არიან თითქმის ყველა ადგილობრივი ეკლესიის პრიმატები და იერარქები. ისინი დაინტერესებულნი არიან არსებული წესების შენარჩუნებით და დარწმუნებულნი არიან, რომ ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის გადარჩენის ერთადერთი გზა, გზა ისეთი გარე საფრთხეებისგან დასაცავად, როგორიცაა – ვატიკანი.
კანონიკური სტრატეგიის შემობრუნება მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს და მის უახლოეს ადამიანებს სურთ, მათი მიზანია ახალი წესების ფორმულირება მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.
ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიები აღიარებენ კონსტანტინოპოლის უპირობო პრიმატს, ისევე, როგორც ფანაარის განსაკუთრებულ უფლებებს და ეთანხმებიან საკუთარი აქტივობების შეზღუდვას ეროვნულ საზღვრებში, შედეგად, ბართოლომეო შესაძლოა იყოს არა „პირველი თანასწორთა შორის”, არამედ, ფაქტობრივი წინამძღოლი (primus sine paribus) მართლმადიდებლური ეკლესიებისა და შეიძინოს რომის პაპის თანასწორი ძალაუფლება.
ვატიკანისა და პაპ ფრანცისკეს სტრატეგიაა მართლმადიდებლური სამყაროს კათოლიზაცია და მისი თანდათანობითი შთანთქმაა. ამ გეგმის რეალიზების მთავარი იარაღებია: შიდა წინააღმდეგობების გამოყენება, რასაც შეუძლია ნაწილებად დაყოს მართლმადიდებლური ეკლესიები და „კავშირის“ ხელშეწყობა, რაც ინარჩუნებს ორთოდოქსულ წესებსა და კალენდარს, ნაცვლად რომის პაპის პრიმატის აღიარებისა.
ამიტომაც, პირადი მიზნების გამო, კათოლიკური ეკლესია მსოფლიო პატრიარქის ამბიციურ სტრატეგიას უჭერს მხარს, ადგილობრივი ეკლესიების დასუსტებაში.
ეს უმიზეზოდ არ ხდება, რადგან კათოლიკურ ეკლესიას სწამს, რომ „ერთი-ერთზე“ ფორმულა გაადვილებს გამკლავებას, ბართოლომეოსთან, რომელსაც არ სურს სხვა იერარქების პრიმატის მხარდაჭერა.
კონკრეტულად რომ ვთქვათ, ვატიკანის სტრატეგია ჰგავს რუსული „მატრიოშკას“ დემონტაჟს, – სადაც კანონიკური მონოლითები, მართლმადიდებლური ეკლესიისა, პირველ რიგში, დაყოფილია ბართოლომეოს ამბიციების ხელშეწყობით.
უკრაინა კი საცდელი მიწაა, როგორც ფანაარისთვის, ისე ვატიკანისთვის
უკრაინა თვითნებურად არ ყოფილა არჩეული საცდელ მიწად, ფანაარის და ვატიკანის სტრატეგიების აგრესიული სტიმულაციებისთვის. პირველ რიგში, უკრაინა არის უდიდესი მართლმადიდებლური ქვეყანა, მილიონობით მორწმუნით და 20 000-მდე სასულიერო პირით. მეორე – ყველა მთავარი მოთამაშის ინტერესი უკრაინაში იყრის თავს. ქვეყანაში კონკურენტულად მოქმედი 12 000 -ზე მეტი სამწყსოა, რომლებიც უკრაინის კანონიკური ეკლესიას ეკუთვნის (UOC). ასევე, დაახლოებით 6 000 სამწყვსო OCU-ს შემადგენლობაშია, რაც UOC-KP and UAOC გაერთიანებით შეიქმნა, რომელმაც ახლახან ავტოკეფალია მოიპოვა კონსტანტნოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილებით.
ამასთანავე, არის 4 000-მდე კათოლიკური ეკლესიის შემადგენლობაში მყოფი ტაძარი, რაც უდიდესია აღმოსავლეთში, რომის პაპის ძალაუფლების ქვეშ.
მესამე: უკრაინაში, ისე როგორც არსად, გამყოფი ხაზი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაბინდულია და ოფიციალური პირები ცდილობენ, ძალიან აქტიური ნაწილი გახდნენ საეკლესიო ტახტისთვის ბრძოლაში.
პატრიარქ ბართლომეოს გრძელვადიანი სტრატეგიის განხორციელების პირველი ნაბიჯი იყო ე.წ. OCU- ს აღიარება, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ჩართულობით.
ამ ნაბიჯით, პატრიარქმა ბართოლომეომ მთელ მართლმადიდებლობას დაუანონსა თამაშის ახალი წესების ფორმირება. რის ფონზეც, პატრიარქმა ინტერვიუში განაცხადა:
„მსოფლიოს საპატრიარქოს აქვს პრივილეგია, ავტოკეფალიის მინიჭებისა და არ არის ვალდებული, გაითვალისწინოს სხვა ლოკალური მართლმადიდებლური ეკლესიების მოსაზრებები, ან ითანამშრომლოს მათთან.
ამ სტრატეგიის შემდეგი ნაბიჯი იყო UOC-ში შემავალი ეკლესიების იურისდიქციის იძულებით გადაცემა OCU-სთვის, მთავრობის აქტიური მხარდაჭერით.
ბართოლომეოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭება მოიაზრებდა “OCU”-ს მხრიდან საზღვარგარეთის ტაძრებზე პრეტენზიის უარყოფას და მსოფლიო პატრიარქის პრიმატის აღიარებას.
ამის შემდეგ, ბართოლომეოს შეუძლია თავისი სტრატეგიის ფინალური ნაბიჯის იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს უკრაინის პრეცედენტის გამოყენებას, რათა შექმნას ახალი წესრიგი, სხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ტაძრებში, კონკრეტულად კი რუსულ, რუმინულ და ბერძნულ ტაძრებში, მათი მრევლი, სამღვდელოება და ეკლესიების ისეთივე მრავალრიცხოვანია, როგორიც უკრაინის.
აღსანიშნავია, რომ ვატიკანი და უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესია (UGCC), თანაბრად, აქტიურად უჭერდნენ მხარს ახალი ეკლესიის შექმნას, რომელიც ფორმირებული იქნებოდა UOC-KP-სა და UAOC-ს ჯგუფებისგან.
ბართოლომეოს გადაწყვეტილებამ, ტომოსის მინიჭების შესახებ OCU სრულიად დამოკიდებული გახადა ფანაარზე, კონსტანტინოპოლის სასარგებლოდ, რაც ასევე უცხოეთში არსებულ ტაძრებზე უარის თქმას გულიხსმობს.
პარალელურად, UGCC-ს მრავალი გავლენიანი აგენტი, უკრაინის მთავრობაში, აკეთებს მაქსიმუმს, იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, UOC-ის პოზიციების შესასუსტებლად, რათა ძალაუფლება OCU-ს ხელში აღმოჩნდეს.
ამასობაში, UGCC-ის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა, მიიღო მრავალი მაღალპროფილური, საჯარო ინიციატივა, OCU-სთან ერთობლივი ლოცვისა და საერთო საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.
ვატიკანის სტრატეგია, უკრაინასთან დაკავშირებით ცხადი გახდა და განსაკუთრებით მიმართული იყო კანონიკური უკრაინული ეკლესიის დასუსტებისკენ, (UOC), უკრაინის მართლამდიდებლობაში დაპირისპირების გაზრდა, საკუთარი გამაერთიანებელი საგზაო რუკის შექმნა, და OCU-ს შთანთქმა.
UGCC-ს მეთაურმა წარმოადგინა თავისი სტრატეგია საჯაროდ, აშშ-ის ყოფილ ელჩთან უკრაინაში, მარი იოვანოვიჩთან და აუხსნა, რომ ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ ეკლესიების ერთიანობის მისაღწევად, რომლებიც თავიანთ წარმომავლობას წმ.ვოლოდიმირის წიაღში იპოვიან – და შექმნიან ერთიან ეკლესიას კიევში.
შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა ეკუმენური დიალოგი UGCC-სა და OCU-ს ლიდერებს შორის, თავდაპირველი ერთიანობის აღსადგენად.
უპირველეს ყოვლისა, UGCC ეყრდნობა “საპატრიარქოს სტატუსს, იმ კუთხით, რომ მას შეუძლია, თავის ახალ სტატუსში “გააძლიეროს ერთიანობა მათი მართლმადიდებელი ძმების მიმართ”.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ხარკოვ-პოსტავის ეპარქია, UAOC-ის ყოფილი წევრი, რომთან შევიდა კავშირში.
უკრაინის მართლმადიდებელობის ჩიხი და მისი გადალახვის გზები
ვატიკანისა და UGCC-ის შანსები უკრაინულ მართლმადიდებლობაზე მხოლოდ ფანაარის ექსპანსიონისტური სტრატეგიის შედეგად გაიზარდა, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მართლმადიდებლური სამყაროს კანონიკური მთლიანობა და ერთიანობა და გამოიწვია ღრმა გაყოფა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაში.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო ტახტების თამაშის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა და პარალელურად გამოვლინდა, რომ მთლიანად მართლმადიდებლური სამყაროსთვის დროის ბომბია ჩართული.
ჩიხის გადასალახად, 4 მართლმადიდებლური ეკლესიის პრიმატმა – (ალესანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის და კვიპროსის), შეიმუშავეს შერიგების გეგმა, რაც 4 მარტივ რამეს მოიცავდა: პირველი მოთხოვნაა, ფანაარის მიერ მინიჭებული ტომოსის გაუქმება, მეორე OCU-ს დაშლა და საეპისკოპოსოს რეორგანიზაცია კანონიკურ UOC-ში.
მესამე – UOC-ის საბჭო უნდა იქნას მოწვეული, რომელიც ფოკუსირებული იქნება დისკუსიებსა და ავტოკეფალიის შესახებ მსჯელობაზე.
მეოთხე პუნქტი მოიცავს ავტოკეფალიის ცნობას, სხვა ადგილობრივი ტაძრების მიერ.
გეგმას ძალიან ბევრი თანმდევი პრობლემა აქვს, მის თითქმის ყველა მონაწილეს საკუთარ პატივმოყვარეობაზე უარი უნდა ეთქვა, გვერდზე გადაედო ამბიციები და შეეძლო მტკივნეულ კომპრომისებზე წასვლა.
ბართოლომეომ უნდა აღიაროს ტომოსის ცალმხრივად მინიჭების შეცდომა, და დაივიწყოს თვისი ამბიციური, ექსპანსიონისტური სტრატეგია.
OCU-ს იერარქები უნდა დათანხმდნენ, უწოდონ მოსკოვის ეკლესიას „საზიზღარი“ და UOC-ის იერარქებს დასჭირდებათ, შეურიგდნენ მათ, ვისაც ერეტიკოსებს და დამარბევლებს უწოდებდბენ.
საბოლოოდ, ყველა მათგანს მოუწევს, ავტოკეფალიის პირობებს დასთანხმდეს და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც (ROC) მოუწევს ამის აღიარება.
თითოეულ პუნქტს დიდი დრო დასჭირდება და ყოველ ნაბიჯზე, შესაძლოა, დაბრკოლებას გადააწყდნენ.
თუმცა, მიუხედავად პრობლემებისა, ამ 4 პუნქტიან გეგმას 4 უპირატესობა აქვს, რაც ყველა ამ პრობლემას გადაწონის.
პირველი – ეს გეგმა სრულად შეესაბამება მართლმადიდებლურ კანონებს; არცერთ მათგანში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.
მეორე – ის მიმართულია უკრაინისა და მსოფლიო მართლამდიდებლობის გაერთიანებისკენ და არ ეძღვნება ვინმეს ვიწრო ან დიდი ამბიციების გატარებას.
მესამე – ეს გეგმა სამომავლო დაძაბულობას თავიდან ააცილებს მონაწილეებს, შეინარჩუნებს სტაბილურობას;
მეოთხე – საბოლოო ჯამში, ამ გეგმის განხორციელება დადებითად აისახება გარე გარემოზე და ხელს შეუწყობს უკრაინის შიდა ერთიანობას.
ალექსეი სმირნოვი, უკრაინელი თეოლოგი
სპეციალურად „მეტრონომისთვის“