მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

როდესაც სააკაშვილი გამოდის და ინსტრუქციებს აძლევს აქციას, ეს ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს – ჩერგოლეიშვილი

“მეგობრებო, მათ შორის დაუძინებელო მეგობრებო ენმ-იდან.

აქცია არ არის პარტიული.

(პოლიტიკურია ხასიათით, მაგრამ პარტიები არ ორგანიზებენ -მხოლოდ პარტიები არ ქმნიან დემოკრატიებში პოლიტიკას).

აქცია არის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული.

აქციას მართავს სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი (სხვადასხვა პოლიტიკური აფილაციის ხალხია შიგ).

აქციისთვის პარტიული იარლიყის მიკერება არის ბიძინა ივანიშვილის ამოცანა.

როდესაც სააკაშვილი გამოდის და ინსტრუქციებს აძლევს აქციას, ეს ემსახურება არა აქციის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს.

ნებისმიერი დატოლება – იიიიი მიშას თუ არ ეკითხება, ჩერგოს რა ეკითხება არის სიგიჟე.

მართალია! მეც არავინ მეკითხება (პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ პარტიული აფილაციის გამო არ ვაქტიურობ) – და რომც მკითხონ, შეიძლება ჩემი აზრი ვუთხრა, მაგრამ ვაკეთებ იმას, რასაც ორგანიზატორები გადაწყვეტენ – თავიდან ბოლომდე მათ ვემორჩილები და გვერდში ვუდგავარ, რითაც შემიძლია.

მოიქცეს სააკაშვილიც ჩემსავით და არც მას დაესხმება თავს არავინ და არავინ მიუთითებს, რომ ინსტრუქციებისგან თავი შეიკავოს.

ძალიან მეცინება სააკაშვილს და მე რომ თანაბარ სიმაღლეზე გვაყენებენ მიშისტები, მაგრამ რადგან ასე ხედავთ – ასე იყოს.

ჩემსავით მოიქცეს და არავინ შეეხება.

ნუ მოახვევს თავს თავის პარტიულ დღის წესრიგს აქციას.

შეუძლია მხოლოდ მადლობა უთხრას აქციას პროპორციული არჩევნებისთვის – მე მადლობელი ვარ.

ძალიან მინდოდა რომ 2020 არჩევნები პროპორციული წესით გამართულიყო.

მადლობა აქციას – ასეთ სისტემაში გაცილებით მეტი შანსია, დაბალანსებული ხელისუფლება მივიღოთ.

მთავარი არის შედეგი და არა ის, ვინ გამოიჩენს თავს”

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშივლი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....