ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის – თალაკვაძე ოჯახთან ერთად პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს თალაკვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩემს ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.

 

იტვირთბა....