ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აქეზებენ ამ შეშლილ ბავშვებს ანტირუსული განწყობით, ეს სატანიზმია, სუფთა წყლის სატანიზმი” – პავლიაშვილი

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, სოსო პავლიაშვილმა Daily Storm-თან მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე აქციები შეაფასა, როგორც “სატანიზმი”, აქციებში მონაწილე ბავშვებს კი – შეშლილები და “ზომბირებულები” უწოდა.

“ეს სატანიზმია, სუფთა წყლის სატანიზმი, როდესაც ადამიანი ცუდს საუბრობს სხვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ გამოიყურება ან არ საუბრობს. ამას არაფერი აქვს საერთო ადამიანობასთან, დემოკრატიულობასთან ან ტოლერანტობასთან. ჩვენ არ უნდა დავეხმაროთ სატანას! ასე დაემართა უკრაინას. ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთმანეთს ვერ აიტანდნენ! მაგრამ მოვა დრო და ეს ყველაფერი დალაგდება,” – ამობობს პავლიაშვილი.

პავლიაშვილისთვის თქმით, რუსეთი მისთვის ქვეყანაზე უფრო მეტი რამაა:

“მივმართავ ჟურნალისტებს: ნუ გააღვივებთ რუს და ქართველ ხალხს შორის ზიზღს. რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყანა, გესმით? ისინი აქეზებენ აი ამ შეშლილ ბავშვებს ანტირუსული განწყობით და რუსეთ-საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხებზე. ყურადღებას ნუ მიაქცევთ! რუსეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგიერთი ზომბიერებული ბავშვის თავდასხმას? ჩაბრძანდით საქართველოში და თავად ნახავთ, თუ როგორ ექცევიან იქ რუსებს, დაელაპარაკეთ იქ ხალხს,” – თქვა რუსეთში მოღვაწე მომღერალმა.

პავლიაშვილმა ინტერვიუში საქართველოს რესტორნებში რუსებისთვის გადასახდის გაზრდასა და კინოთეატრებში რუსულ ენაზე ფილმების ჩვენების შეჩერებას გამოეხმაურა – “შესაძლოა, ამ ხალხს ვინმე უხდის, სხვა მიზნები აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მათ დონეზე უნდა დაეცეთ. ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ უთხრეს: ეს ჩვენი მტერია, ხოლო ეს მეგობარი. თუმცა, ეს სიტუაცია მთელ მსოფლიოში ასეა, არამხოლოდ საქართველოში.”

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საპროტესტო აქციებზე საუბრისას მან ნაცისტებიც გაიხსენა – “გახსოვთ, როგორ მიდიოდნენ ტვერსკზე და ნაცისტების ლოზუნგებს გაიძახდნენ? ისინი უბრალოდ ასე აღზარდეს. თუმცა, სად არიან ახლა ისინი? ეს ცეცხლიც კი არ არის, ეს არის უბრალოდ, რაღაც ნათება, ასანთი აანთეს და სულ ეს არის. ჩვენ ეს უნდა ჩავაქროთ და არა გავაღვივოთ.”

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც. გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;

იტვირთბა....