შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას თუ პოლიციის ქმედებაში დიდი რაოდენობით სისტემური გადაცდომები დადგინდება.
“მაშინ, როცა ან თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკებში, იყო დიდი რაოდენობით სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა-მორჩილი იმ წუთში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დატოვებს ამ თანამდებობას
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩემი პასუხისმგებლობაა ამ ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგი და რომ არ დავუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღება, რაც ჩვენ შევასრულეთ. თუ ამ პროცესში ჩვენ დავუშვით სისტემური შეცდომები, რაც უნდა იყოს სამართლებრივ განსჯის და გამოძიების საგანი, რა თქმა უნდა, მათ შორის, სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც მე ავიღებ” – თქვა შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ “პასუხისმგებლობა და წასვლა პრობლემა არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია”, – განაცხადა გახარიამ.