ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პასუხისმგებლობა ქვეყანაში რიგით მეორე პირმა აიღო – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ფიქრობს, ირაკლი კობახიძე უფრო ადრე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან.

“ვამბობ რბილად: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ვინ? ქვეყანაში რიგით მეორე პირმა [პარლამენტის თავმჯდომარემ]. ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ამისთვის. ჯობდა უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი“.

20 ივნისის  საპროტესტო აქცია პარლამენტთან სპეცრაზმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შედეგად დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

იტვირთბა....