ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გავრილოვი: “მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ ისეთი ადგილი როგორიც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს”

სერგეი გავრილოვი საქართველოში შემოდგომაზე ჩამოსვლას გეგმავს. როგორც გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ ვითარება დაწყნარდება.

გავრილოვის განცხადებით, ის პილიგრიმობას აპირებს.

“მე ძალიან მინდა, მე მაქვს პირადი გეგმები. ჩვენ ვგეგმავდით შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად ჩასვლას და პილიგრიმობას, როდესაც სიცხეები გადაივლის. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ. ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს,“- აცხადებს  გავრილოვი.

იტვირთბა....