დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში მოსალოცად ჩამოსვლას გეგმავს, – ამის შესახებ მან interfax-თან საუბრისას განაცხადა.
“მე ძალიან მინდა, მე მაქვს პირადი გეგმები. ჩვენ ვგეგმავდით შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად ჩასვლას და პილიგრიმობას, როდესაც სიცხეები გადაივლის. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ. ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს,“- აცხადებს გავრილოვი.
გავრილოვმა იქვე დაამატა, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლა რუსეთის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა.
“საქართველოში წასვლამდე მე პატრიარქ კირილს აღსარება ჩავაბარე, ვეზიარე და რჩევა ვკითხე, მან ლოცვა-კურთხევა მომცა”, – განაცხადა გავრილოვმა.