მთავარი ციტატა

ციხეში უკვე ზის ერთი შს მინისტრი და ახლა მეორე შს მინისტრსაც თუ ჩასვამენ, ამ ჯაჭვიდან ვერასდროს გამოვალთ – შარაშენიძე

აქ ჩვენ მივდივართ დიდ პრობლემამდე. ციხეში უკვე ზის ერთი ყოფილი შს მინისტრი და ახლა კიდევ თუ ჩასვამენ მეორე შს მინისტრს, მაშინ ჩვენ ამ ჯაჭვიდან ვერასდროს გამოვალთ. ეს არის ქვეყნისთვის პრობლემა. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობდა ვანო მერაბიშვილთან და კითხვები ახლა არსებობს გახარიასთან მიმართებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, სახელმწიფო რას იგებს იმით, რომ მერე ყველა ციხეში ზის, არ ვიცი. მე არ ვიცი, ბრძანება ვინ გასცა საერთოდ და ეს გამოძიების საკითხია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ბრძანება მოდიოდა უფრო ზემოდან, ვიდრე გახარიასგან. სამწუხაროდ, ვიღებთ პრობლემას – ყველა მთავრობა ამთავრებს ისე, რომ მისი შს მინისტრი ზის ციხეში. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. მე ეს მაფიქრებს და ვცდილობ წინ გავიხედო

განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ

იტვირთბა....