აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეცენტრისკენ მიემართებიან, საბჭოთა საქართველოს დროშას ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ძირს დააგდეს. მას სკუტერით მოსიარულე ახალგაზრდებს გადაუარეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ეს ჟესტი იყო იმის გამოხატულება, რომ “საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს”. მსვლელობა ხმაურითა და შეძახილებით იმართება.